ხატია დეკანოიძემ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

საქართველო, თბილისი - 12:20 | 20.09.2021
ნანახია: 407

ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ მოსმენებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ქუთაისის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

"ეს არის სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე. მე გულწრფელად მინდა ვუთხრა ყველას, რომ მე არ მაქვს იმედი, რომ ამ შემთხვევაში ეს პროკურატურა, ან სუს-ი, ან შსს გამოძიებს ამ მასიურ, ტოტალურ კონტროლს ადამიანებზე, მაგრამ მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებას ჩამოცილდება, მაშინ, როდესაც ჩვენ გვექნება თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა, გვექნება პროკურატურა, რომელსაც ეყოლება დამოუკიდებელი პროკურორი, ეს ჩემი და ყველას განცხადება, ვინც ამ ტოტალურ კონტროლს გააპროტესტებს, დარწმუნებული ვარ, იქნება გამოძიებული", - თქვა დეკანოიძემ.

13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე