მეც არ მომწონს, მერიას არანაირი უფლება არ აქვს ბანერის ჩამოხსნის ან დაკიდების - კალაძე ბანერებზე

საქართველო, თბილისი - 15:20 | 18.09.2021
ნანახია: 340

ეს ბანერი მეც არ მომწონს, მერიას არანაირი უფლება არ აქვს ბანერის ჩამოხსნის ან დაკიდების, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გავრცელებულ სისხლიან  ბანერებთან დაკავშრებით, რომელზეც ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

"მე არ მომწონს ეს. გაირკვა ვინ გამოაკრა, ამასთან დაკავშირებითაც არსებობს ინფორმაცია. მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში, არის კომპანია „ალმა“, გაგიგიათ ამასთან დაკავშირებით? რომლის საკუთრებაა ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულება და უფლება არ აქვს", - თქვა კალაძემ.

17 სეტქემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!" ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ხელისუფლებამ ისინი ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე