ინგა გრიგოლიას დღის ამბები ეთერში ვერ გავიდა - "გადაცემა აგვიყირავდა"

საქართველო, თბილისი - 15:42 | 05.02.2016
ნანახია: 2840

ტექნიკური მიზეზების გამო დღეს ორზე და ოთხზე ინგა გრიგოლიას დღის ამბები ეთერში ვერ გავიდა. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ როგორც გადარეული ოპტიმისტი, იმედოვნებს, რომ 7-ზე მაინც გავლენ ეთერში.

„მთელი ტექნიკა გაგვეთიშა და მთელი გადაცემა აგვიყირავდა... ორზეც და ოთხზეც... მაგრამ როგორც გადარეული ოპტიმისტი, ვიმედოვნებ, რომ შვიდისთვის მაინც გავალთ ხარისხიანად... ასეთია ნულიდან დაწყების სიმწარე.... და მერე, როცა ნელ-ნელა შენდება - ძალიან ტკბილია ხოლმე აშენებული“, - წერს ჟურნალიტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე