წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს - თეა წულუკიანი მეგის ქარდავაზე

საქართველო, თბილისი - 18:23 | 17.09.2021
ნანახია: 405

მადლობას ვუხდი უკრანელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზედ ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის!, წერს სოციალურ ქსელში ყოფილი იუსტიციის მინისტრი და ამჟამად კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს.

"ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!", - წერს წილუკიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე