ბიზნესგაერთიანებები „მაესტროს“ ახალ მენეჯმენტს „ბიზნესს კონტაქტის” სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობისკენ მოუწოდებენ

საქართველო, თბილისი - 15:36 | 05.02.2016
ნანახია: 1594

ბიზნესგაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალ მენეჯმენტს საზოგადოებრივი აზრის გათავლისწინებისკენ მოუწოდებენ, რათა გადაცემა „ ბიზნესს კონტაქტის” სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდეს.

„გავრცელებული ინფორმაცით, ტელეკომპანია მაესტროში მენეჯმენტის ცვლილებასთან ერთად  შესაძლოა  გადაცემა “ ბიზნესს კონტაქტის” ფორამატის და სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, რაც ვფიქრობთ საზიანოა, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის განვითარებისათვის.

გადაცემა „ბიზნეს კონტაქტი“ დღიდან დაარსებისა გამოირჩეოდა ობიექტურობით მიუკერძოებლობით და მაღალი პროფესიონალიზმით, რომელიც ეკონომიკურ სივრცეში ერთერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემაა. 

მიივმართავთ ახალი მენეჯმენტის წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ საზოგადოებრივი აზრი და არ ჩაერიონ სარედაქციო პოლიტიკაში”, აღნიშნულია განცხადებაში, რომელსახ ხელს აწერენ:

საქართველსო ფერმერთა ასოციაცია

ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საერთაშორისო გამჭირვალობა

საზოგადოება და ბანკები

სიდა

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

მცირე და საშვალო საწარმოთა ასოციაცია

მენაშენეთა ასოციაცია

ექსპორტის განვითარების ასოციაცია

მედიის განვითარების ფონდი

საქრთველოს ატლანტიკური საბჭო

ბიზნეს ასოციაცია ქალები მომავლისათვის

ელენე ხოშტარია

 

 

 

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე