ნინო გვენეტაძე: მზად ვართ, სამართლიანი კრიტიკა ვითმინოთ

საქართველო, თბილისი - 12:08 | 28.09.2015
ნანახია: 1957

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ნინო გვენეტაძე გამოეხმაურა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აქციების კანონიერების შეფასებისგან თავს იკავებს და თმენის ვალდებულებაზე საუბრობს.

„გადაწყვეტილების მიღება არის რთული პროცესი, სასამართლოს მშვიდი და ნორმალური ფუნქციონირება სჭირდება, თუმცა ასევე საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია, რაც მარტივი და გასაგები ენით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიტანას მიანიშნებს, რაც მისს ინტერესებში შედის, რომელიც პოზიტიურ კუთხეს ემსახურება, რომ მართლმსაჯულებისადმი რწმენა, ნდობა ამაღლდეს. ვერ გეტყვით რა დონის აქციებზეა საუბარი, ნებისმიერი გამოსვლა, კრიტიკა შეიძლება, მაგრამ ის თუ სხვა ფორმაშია, სასამართლოს შეურაცხყოფას, შეიძლება გაკრიტიკებული და დაგმობილი იყოს საზოგადოების მიერ, მაგრამ არა სასამართლო ხელისუფლების მიერ, ჩვენ მზად ვართ, სამართლიანი კრიტიკა ვითმინოთ“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე