TV პირველი, "პერვი კანალი", ამ დღეების განმავლობაში, უარესს აკეთებს, ვიდრე - "მთავარი არხი" - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 16:12 | 14.09.2021
ნანახია: 170

"ნაცზე" მეტი "ნაცობა" "ნაცობაზე" უარესია - ეს ჩემი სუბიექტური აზრია. სამწუხაროდ, TV პირველი, "პერვი კანალი", ამ დღეების განმავლობაში, უარესს აკეთებს, ვიდრე - "მთავარი არხი", - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ტელეკომპანია გამიზნულად ამახინჯებს მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

"ჩემს გუშინდელ კომენტარში, მალავენ იმ ნახევარს, რომლის მიხედვითაც, მე არ გამოვრიცხე სხვა ჩანაწერების არსებობის შესაძლებლობა, ვიდრე საუბარი იყო 2012 წლამდე ჩანაწერებზე. გულწრფელად აღშფოთებული და მართალი ადამიანები ასე არ იქცევიან", - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუ არსებული ხელისუფლების მმართველობისას, რაიმე ფარული ჩანაწერის არსებობა დადგინდება, ეს "ნაციონალური მოძრაობის" თანამზრახველებთან იქნება დაკავშირებული.

"ორჯერ გავიმეორე იმ შესაძლებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თუ ასეთი რამ ვინმემ ჩაიწერა, გაავრცელა, დაამონტაჟა, ამის შესახებ მალე გაირკვევა. ერთ-ერთი ტელეარხიის ჟურნალისტს ისიც ვუთხარი, რომ ეს მათ არ მოეწონებათ, რადგან, ჩვენი ინფორმაციითა და ვარაუდით, შეიძლება, ეს სწორედ მათი თანამზრახველების მიერ იყოს გაკეთებული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე