საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს 7 დან 4 წევრს უფლებამოსილების კანონით განსაზღვრული ვადა ამოეწურა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 28.09.2015
ნანახია: 1862

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს 7 დან 4  წევრს უფლებამოსილების კანონით განსაზღვრული ვადა ამოეწურა.

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 5 ივლისის #210 გადაწყვეტილების საფუძველზე “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

იმ პერიოდში მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრების, კერძოდ, ბ-ნი ზურაბ დავითაშვილის, ქ-ნი ნინო დანელიას და ბ-ნი გიორგი მელაძის უფლებამოსილების ვადები განისაზღვრა

2015 წლის 1 სექტემბრამდე. ამავე ვადით განისაზღვრა ასევე ქ-ნი ნატალია დვალის უფლებამოსილების ვადაც, რომელიც ჩაენაცვლა ბ-ნ გიგა ნასარიძეს.

ამჟამად, მონიტორინგის საბჭოს 3 წევრი ჰყავს: მამუკა ფაჩუაშვილი, დავით კანდელაკი და ემზარ გოგუაძე. მათ უფლებამოსილება 2017 წლის  1-ელ სექტემბერს ეწურებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე