გაგარინის ქუჩაზე რატი დურგლიშვილის მანქანა აფეთქდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 18:21 | 04.02.2016
ნანახია: 3517

თბილისში, გაგარანის ქუჩაზე მომღერალ რატი დურგლიშვილის ავტომობილი აფეთქდა. ავტომანქანას ცეცხლი სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობის შედეგად გაუჩნდა. მომღერალი თავს კარგად გღძნობს, მანქანიდან გადმოხტომა მან მალევე შეძლო.

მთელი თბილისი მირეკავს. შოკში ვარ. არ ვიცი, რა არის მიზეზი, მანქანა ძველია და ეტყობა, ტექნიკური პრობლემა იყო. ზუსტად ნამდვილად არ ვიცი მიზეზი.

მანქანით ვარჯიშიდან ვბრუნდებოდი, როდესაც უეცრად მისი წინა ნაწილი აალდა და ცეცხლი მოეკიდა. სასწრაფოდ გავაჩერე და გადმოვხტი მანქანიდან. ადამიანები ძალიან დამეხმარნენ. პატრული ზუსტად ორ წუთში მოვიდა, გადაკეტეს ქუჩა, გამოიძახეს სახანძრო ბრიგადა და ცეცხლი მათ ჩააქრეს… კიდევ კარგი, არავინ დაშავდა“, - განაცხადა რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას მომღერალმა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე