ბაია გადაბაძე სუს-ის თანამშრომლებს თვალთვალში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 17:19 | 04.02.2016
ნანახია: 1764

ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრში მოთხოვნა დაარეგისტრირა, რომელშიც მოითხოვს, რომ მისი თანხმობის გარეშე ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორად არავინ არ დაინიშნოს.

რეესტრიდან გამოსულმა გადაბაძემ ტელეკომპანია „პირველს“ ასევე განუცხადა, რომ დღეს მთელი დღე მას შავი ჯიპი დაჰყვება და მისი თქმით ეს სუს-ის წარმომადგენლები არიან.

„მაესტროს შენობასთან მე დამხვდა შავი ჯიპი, რომელიც მიღებდა ფოტოებს და გამომყვა იუსტიციის სახლში. ჯერ თქვა რომ ვიღაცის თაყვანისმცემელი იყო, მერე თქვა რომ კომპიუტერის გასაკეტებლად იყო მოსული. ანუ სუს-ი და სპეცსამსახურები ისევ არიან მოქმედებაში. ერთი და იგივე ადამიანი დამხვდა ორივეგან შავი ჯიპით, რომელიც არის უკვე საკრალური და მირებდა ფოტოებს, ფოტომოდელი ვარ თუ ვის რაში უნდა ჩემი ფოტო ?“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე