გია გაჩეჩილაძე ბაია გადაბაძეს შანტაჟში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 13:48 | 04.02.2016
ნანახია: 1715

,,მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ პარტნიორთა კრებაზე მისულ გია გაჩეჩილაძეს იმ ფულის წარმომავლობაზე სთხოვა განმარტება,

რითაც მან ტელეკომპანიის წილები შეიძინა.

,,მე გეკითხებით ირაკლი რუხაძეზე, რომელმაც გაუშვა ინგა გრგიგოლია, რომელმაც გაუშვა ლევან ჩხაიძე, რომელიც დღეს ჩემთან მუშაობს", - აცხადებს გადაბაძე. 
გია გაჩეჩილაძემ ამ განცხადებას შანტაჟი უწოდა და მას ტელევიზიაში დარჩენა შესთვაზა. 
"ბაია, შენ რასაც აკეთებ, ეს არის შანტაჟი. ბაია, როგორც შენ გინდა, თუ გინდა დარჩი, თუ გინდა - წადი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

ბაია გადაბაძემ არხზე დარჩენის სურვილი გამოხათა, თუმცა აღნიშნა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნებული უნდა იყოს.
"მე გთავაზობთ, რომ დავრჩები და ერთად ვმართოთ ტელევიზია, ოღონდ სარედაქციო დამოუკიდებლობას შევინარჩუნებთ. მე არასდროს წარმომედგინა, რომ მე და შენ სხვადსასხვა მხარეს ვიდგებოდით. მე არ მინდა, რომ ირაკლი რუხაძემ და სხვა ტელეკომპანიის მმართველებმა გადათელონ ჩვენი დამოუკიდებლობა", - განაცხადა ბაია გადაბაძემ. 
ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა. მან ტელეკომპანიის 55%-იანი წილი შეიძინა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე