საფრანგეთში ფილმ ”ანტიქრისტეს” ჩვენება აკრძალეს

საქართველო, თბილისი - 12:31 | 04.02.2016
ნანახია: 3865

საფრანგეთის სასამართლომ ლარს ფონ ტრიერის ფილმი ”ანტიქრისტე” ძალადობისა და სექსის ნატურალისტური სცენების გამო აკრძალა.

Yahoo News-ის ინფორმაციით, სასამართლო გარჩევის ინიციატორი ერთ-ერთი კათოლიკური ორგანიზაციის წევრები იყვნენ, რომლებიც ითხოვდნენ, რომ სურათს ასაკობრიცი ცენზი 18+ მინიჭებოდა, მანამდე არსებული 16+-ის ნაცვლად. მოსამართლემ დაადგინა, რომ თავდაპირველი შენიღბვა არაკორექტული იყო და ფილმის ჩვენება იმ დრომდე აკრძალა, ვიდრე კლასიფიკაციის კომისია ახალ სერთიფიკატს არ გასცემს.

”ანტიქრისტე” ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა. შარლოტა გენსბური და უილემ დეფო ფილმში ოჯახურ წყვილს თამაშობენ. ცოლ-ქმრის ორი წლის შვილი ფანჯრიდან გადმოვარდინისას იმ დროს დაიღუპა, როდესაც მისი მშობლები სექსით იყვნენ დაკავებული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე