გედავენ ფოფხაძე: თუ გუნდში არაფერი შეიცვლება, ,,ოცნებას'' დავტოვებ

საქართველო, თბილისი - 11:00 | 28.09.2015
ნანახია: 2036

“თუ ერთ წელში გუნდში არაფერი შეიცვლება, ,,ოცნებას'' დავტოვებ”,- აცხადებს გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე.

ფოფხაძეს იმედი აქვს, რომ 2016 წლის არჩევნებნამდე ,,ოცნება'' პარტიულად განვითარდება.

”მინდა, ,,ოცნება'' იდეოლოგიურად გამართულ პარტიად ჩამოყალიბდეს. იმედი მაქვს, ამ ერთ წელში ,,ოცნება'' პარტიულად ისე განვითარდება, რომ მასში უფრო მეტი თანამოაზრე მეყოლება. მაინტერესებს, რა შეიცვლება ამ ერთი წლის განმავლობაში. თუ ასე არ მოხდა, მაშინ პარტიას დავტოვებ”, - აცხადებს ფოფხაძე და დასძენს, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მიიღეს შანსი, ნაციონალები დაამარცხეს და მათ არ დაემსგავსნენ.

”დღეს ეს მოცემულობა მაკმაყოფილებს, ხვალინდელი საქართველოსთვის კი იგივე მოცემულობა არანაირად არ მაწყობს. თუ 1 წლის მერე ამავე მოცემულობაში დავრჩით, არათუ უკან დავბრუნდებით, უარეს რეალობაშიც გადავალთ. ამიტომ ამ 1 წლის განმავლობაში, პარტიის პოლიტიკური რესურსი უნდა გაძლიერდეს, ახალი ხალხი მოვიზიდოთ და ახალი შანსი მივცეთ ამომრჩეველს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წავალ!”, - აცხადებს ფოფხაძე.

  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე