სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:21 | 23.07.2021
ნანახია: 491

სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთელი ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, არის მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული.

„ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ. მე ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. მთელი ის სიყალბე, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე