თოფაძის განცხადების საპასუხოდ თბილისში დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:38 | 04.02.2016
ნანახია: 1559

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლებს მიაჩნიათ, რომ დეპუტატმა იმავე ტრიბუნიდან უნდა მოიხადოს ბოდიში, სადაც მან განცხადება გააკეთა. მესამე სექტორში გოგი თოფაძის გუშინდელ განცხადებას შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი უწოდეს.

თოფაძის განცხადების საპასუხოდ თბილისში დღეს პარლამენტის შენობასთან აქციას გამართავენ. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უკვე გაავრცელეს ერთობლივი განცხადებაც - ისინი თოფაძეს მიმართავენ.

"იქნებ აღმოაჩინოთ, რომ სწორედ თქვენი მსგავსი მიდგომები და გამონათქვამები არის ქართველი ხალხისათვის შეურაცხმყოფელი და როგორც თავად იტყოდით, „მოსახლეობის სამწუხარო შეფასება“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარის გოგი თოფაძის თქმით, პრეზიდენტმა "ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა და ძალიან სამწუხაროა თუ ის ასე აფასებს საქართველოს მოსახლეობას." 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე