ბესიკ ხარძინის მკვლელობის საქმეზე ჩანიშნული პროცესი გადაიდო

საქართველო, თბილისი - 16:02 | 03.02.2016
ნანახია: 1508

ბესიკ ხარძინის მკვლელობის საქმეზე ჩანიშნული პროცესი გადაიდო. უცნობია როდის დაიწყება საქმეზე არსებითი განხილვა. დღევანდელ პროცესზე პროკურატრას მოსამრთლის აცილების საკითხი უნდა დაეყენებინა.

"საქმეს განიხილავს მოსამართლე რომელმაც 2011 წელს ბესარიონ ხარძიანის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, ბრალდების მხარს მიგვაჩნია, რომ ეს გარემოება სამართლებრივად შესაძლოა წარმოდაგენდეს მოსამართლის აცილების საფუძველს და ამ შუამდგომლობით მივმართავთ დღევანდელ სასამრთლოს“, - განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.   

შეგახსენებთ, პროკურატურამ დღეს ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. ხარძიანის მკვლელობაში მხილებული არიან უკრაინის მოქალაქე, 31 წლის ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 43 წლის ოლეგ დოევი.    




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე