თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის გამოსვლა დადებითად შეაფასა

საქართველო, თბილისი - 15:52 | 03.02.2016
ნანახია: 1564

თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა დადებითად შეაფასა. თინა ხიდაშელი იზიარებს პრეზიდენტის სიტყვებს  მედია თავისუფლებაზე. უკანონო მოსმენებზე კი მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანას საკმაოდ კარგი კანონმდებლობა აქვს. 

„საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი რომლებსაც ერთგვაროვანი ხედვა აქვთ იმის შესახებ, რომ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობისთვის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოების უფრო მეტად სიმტკიცისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების მონაწილე,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე