უკანონო მედიკამენტები საბაჟო გამშვებ პუნქტებზე

საქართველო, თბილისი - 14:45 | 03.02.2016
ნანახია: 2214

28 იანვარს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ კონტროლის ზონაში მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. მათ 150 აბიფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი Actifed აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.კ.-ისკუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილებას.

მსგავსი ფაქტი გამოვლინდა 31 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“. საქართველოსმოქალაქე გ.მ.-ისა და მისი ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ავტომანქანაში არადეკლარირებული  ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „პირალგინი“ (40 აბი) აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის სადახლოს განყოფილებას.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე