აშშ-ში სქესობრივი გზით ზიკას ვირუსით დაავადების შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 09:53 | 03.02.2016
ნანახია: 2140

აშშ-ში სქესობრივი გზით ზიკას ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვირუსი სქესობრივი კონტაქტის შედეგად გადავიდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ტეხასის შტატის მცხოვრები დაავადდა, რომელიც ვენესულეადან აშშ-ში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

მანამდე ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ვირუსი ადამიანს მხოლოდ კოღოს ნაკბენის შედეგად გადაეცემა, სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ ზიკა ჰაერ-წვეთოვანი ან რაიმე სხვა გზით არ გადადის.

ვირუსის შემთხვევები უკვე 23 ქვეყანაშია გამოვლენილი. გავრცელებული ინფორმაციით, ირლანდიაში ზიკას ვირუსით დაავადების ორი შემთხვევაა გამოვლენილი. ის მაიმუნების მწვავე ინფექციური ავადმყოფობაა, რომელიც ზოგჯერ ადამიანს კოღოების მეშვეობით გადაეცემა.

ის ყველაზე მეტად საშიშია ორსულებისთვის, რადგან მან შესაძლოა ბავშვებში მიკროცეფალია გამოწივიოს.
.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე