სასწრაფოდ! 22 წლის მამაკაცმა 14 წლის გოგონა დაჭრა

საქართველო, თბილისი - 00:22 | 03.02.2016
ნანახია: 1960

უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში - სოფელ მიტანში 14 წლის გოგონა დაჭრეს. ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს. გოგონას მდგომარეობა მძიმეა და გადაყვანილია ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მას ოპერაცია უტარდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭს თოფი გაუვარდა და დაჭრილის დახმარებას თავად ცდილობდა.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაჭერილია ეჭვმიტანილიც, ის 22 წლისაა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე