კომპანია "ტრანსფორდის" განცხადება

საქართველო, თბილისი - 19:19 | 02.02.2016
ნანახია: 1524

მივიღეთ გადაწყვეტილება, 3 თებერვალს, 10:00 საათზე ჩანიშნული სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ შემდეგი:

შეგუებული ვართ, ხვალინდელ შესაძლო გადაწყვეტილებას, რადგან ის აუცილებლად იქნება ანულირებული, მას შემდგომი ინსტანციები არ დაუშვებენ, რადგან მოსამართლე სულაკაძემ პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და კიდევ ერთხელ შებღალა ქართული მართლმსაჯულების იმიჯი. ჩვენი ვარაუდით, ამაში მას ხელი ივანე ჩხარტიშვილმა შეუწყო.

ჩვენ დავესწრებით გადაწყვეტილების გამოცხადებას, რადგან ეს იქნება ქართული მართლმსაჯულების ერთ-ერთი სირცხვილი და გამოუსწორებელი შეცდომა, დავესწრებით ასევე იმიტომ, რომ სასამართლო ინსტიტუციას ვცემთ პატივს, თუმცა გამონაკლისები ამას ჩვენს ადგილას არ გააკეთებდნენ.

ჩვენი სურვილია, მედიას და არასამთავრობოებს ვთხოვოთ დასწრება, რადგან ამ "ისტორიულ გადაწყვეტილებას" ერთხმად ვუთხრათ არა, რადგან მავანნი ცდილობენ ქართულ ეკონომიკას, ბიზნესს შეუქმნან ხელოვნური ბერკეტები და ინდივიდუალურად ჩაერთონ პროცესებში, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზეც ნეგატიურად აისახება.

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების სარჩელზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება 3 თებერვალს გამოცხადდება.

მოპასუხე მხარემ სასამართლო განხილვებისას არაერთხელ მოითხოვა მოსამართლე გიორგი სულაკაძის აცილება, რადგან ადვოკატების განცხადებით, დაშვებული იყო არაერთი უხეში შეცდომა, გარდა ამისა, მოსამართლემ უარი თქვა კანონის აღსრულებაზე. კომპანია "ტრანსფორდის" ხელმძღვანელობამ მოსამართლე გიორგი სულაკაძის მიერ "სისხლის სამართლის კოდექსის" 381-ე მუხლის დარღვევის გამო მთავარ პროკურატურას მიმართა.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა ივანე ჩხარტიშვილმა ლონდონის სასამართლოში ამავე საქმეზე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დავა წააგო. დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით ივანე ჩხარტიშვილი უუფლებო სუბიეტად ითვლება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე