ყოველთვის ვამბობდით, რომ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება მე-3 კვარტალში - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 17:31 | 17.06.2021
ნანახია: 415

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით დიდი ხანია საყვედურები გაისმის, თუმცა იმუნიზაციის პროცესი ვაქცინაციის კალენდრის მიხედვით მიმდინარეობს. ამის შესახებ ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ გვესმის არაერთი საყვედური, რომ ჩვენ რაღაცას ვაგვიანებთ, არ ვაკეთებთ თანმიმდევრულად და ა.შ. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სახელმწიფომ, ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად შეიმუშავა ვაქცინაციის კალენდარი, რა ეტაპობრიობით უნდა მომხდარიყო საქართველოში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ჩვენი მოქალაქეების ვაქცინირება და ჩვენ ამ კალენდრის სრულ თანხვედრაში ვართ და რთული იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთვის საყვედურების მიღება, თუმცა ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, გავაუმჯობესოთ შედეგები,"- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე