უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ჩვენს შეშფოთებას იწვევს - დმიტრი პესკოვი

საქართველო, თბილისი - 16:33 | 17.06.2021
ნანახია: 818

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება კრემლისთვის "წითელი ხაზია".

პესკოვის თქმით, კრემლს აშფოთებს საუბრები იმის შესახებ, რომ ალიანსმა შესაძლოა კიევს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) მიანიჭოს.

"უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა - ეს არის ის რასაც ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ეს ჩვენთვის წითელი ხაზია. რა თქმა უნდა, ამაზე საუბრები ჩვენს შეშფოთებას იწვევს", - განაცხადა პესკოვმა.

ნატოს სამიტისა და ბაიდენისა და პუტინის ჟენევაში შეხვედრამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების შესაძლებლობის შესახებ, სურს ბაიდენისგან მოისმინოს მკაფიო პასუხი - "დიახ" ან "არა".

საპასუხოდ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ ჯერ კორუფცია უნდა აღმოფხვრას და დააკმაყოფილოს წევრობის სხვა კრიტერიუმები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე