მსოფლიო ბანკმა სალვადორს ბიტკოინის დანერგვაში დახმარებაზე უარი უთხრა

საქართველო, თბილისი - 16:30 | 17.06.2021
ნანახია: 869

მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ სალვადორის ხელისუფლებას ვერ დაეხმარება ბიტკოინის დანერგვაში, გარემოზე  კრიპტოვალუტის მაინინგის ზეგავლენისა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. იუწყება Reuters.

„ჩვენ ვისწრაფვით დავეხმაროთ სალვადორს სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის ვალუტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში მონაწილეობითა და მარეგულირებელი პროცესებით“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.

გუშინ, 16 ივნისს, სალვადორის ფინანსთა მინისტრმა ალეხანდრო ზელაიამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მსოფლიო ბანკს ტექნიკური დახმარებისთვის მიმართა, რადგან სალვადორს სურს გამოიყენოს ბიტკოინი, როგორც პარალელური კანონიერი გადახდის საშუალება ამერიკულ დოლართან ერთად.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებული იყო, თუმცა ფონდმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სალვადორის მიერ ბიტკოინის გამოყენებასთან დაკავშირებით ხედავს მაკროეკონომიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ პრობლემებს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც bitcoin-ს ამერიკულ დოლართან ერთად კანონიერ გადახდის საშუალებად აქცევს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე