საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ვიქნები ჩართული - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 13:37 | 17.06.2021
ნანახია: 614

პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის წევრი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად იქნება ჩართული.

"სიმართლე გითხრათ, ბლოკის სია რომ არ ჩაეხსნათ, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, ფრაქციის წევრებთან. „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი – 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე