უახლოეს მომავალში გვექნება ვაქცინების ძალიან ფართო ასორტიმენტი - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 11:23 | 17.06.2021
ნანახია: 356

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში უახლოეს მომავალში ვაქცინების ფართო ასორტიმენტი იქნება, რაც ბიძგს მისცემს მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის დაწყებას.

"კონკრეტულ თარიღებს სამწუხაროდ, გამომდინარე იქედან, რომ მნიშვნელოვანია კონფიდენციალობის დაცვა იმ მწარმოებლებისთვის, რომლებისგანაც ჩვენ ვიღებთ მაღალხარისხიან ვაქცინებს, ვერ ვასახელებთ, თუმცა უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება ძალიან ფართო ასორტიმენტი, რის საფუძველზეც იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. საუბარია როგორც „მოდერნაზე“, ასევე „ჯონსონი და ჯონსონზე“ და „ნოვოვაქსზე“. ასე რომ, ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და იზრუნონ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ მონაპოვარზე, ვაქცინაციის მეთოდით პანდემიის დაძლევაზე",- განაცხადა ტიკარაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე