თბილისში პოლიციის განყოფილებიდან კაცი გადავარდა

საქართველო, თბილისი - 22:50 | 16.06.2021
ნანახია: 424

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებიდან მამაკაცი გადმოვარდა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მამაკაცი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, მამაკი ყოფილ ცოლზე ძალადობდა, რის გამოც ქალმა სამართალდამცველებს მიმართა.

დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე