მამა საბამ ლიმუზინი შეიძინა - წინამძღვრის საოჯახო ბიზნესი

საქართველო, თბილისი - 17:21 | 02.02.2016
ნანახია: 4310

შუხუთისა და ნიგვზიანის ეკლესიების წინამძღვარმა, მამა საბამ, ლიმუზინი შეიძინა, ამის შესახებ ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ლიმუზინს ძირითადად კომერციული მიზნებისთვის და მას მექორწილეებზე გააქირავებს.

თავად მამა საბა ლიმუზინის შეძენას და მასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ბიზნესით მისი ვაჟიშვილია დაკავებული.

„კი, ვაქირავებთ, მაგრამ ჩემი შვილისაა, უკვე დიდი კაცია და მან შეიძინა“, - გვიპასუხა მამა საბამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე