სამუშაოების თუნდაც დროებით შეწყვეტას, ძალიან მძიმე შედეგი ექნება - ნათია თურნავა ნამახვანჰესზე

საქართველო, თბილისი - 14:30 | 14.06.2021
ნანახია: 868

სამუშაოების თუნდაც დროებით შეწყვეტას, ძალიან მძიმე შედეგი ექნება, როგორც ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ნამახვანჰესთან დაკავშირებით განაცხადა.

"უნდა მოხდეს დეესკალაცია პროექტის ირგვლივ, ხეობაში ნორმალურ პირობებს და ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს ხალხი, ეს ჩვენი ძალიან დიდი სურვილია. დეესკალაციას, რა თქმა უნდა, ყოველთვის აქვს ორი მხარე, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, რომლებიც ხეობაში აპროტესტებენ. ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი, კომპანია კანონის ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ საწყის, მოსამზადებელ სამუშაოებს, არ შეექმნება პრობლემა მის თანამშრომლებს, ესაა 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა უფლება იყოს დაცული, როგორც ინვესტორის, ასევე დასაქმებული ადამიანების.

გარდა ამისა, დაისახა გეგმები, რომ მოხდეს შესწავლა ხელახლა უფრო მაღალ კვალიფიციურ დონეზე გარემოსდაცვითი ასპექტების, კომერციული ასპექტების, თუ რა შეიძლება მოყვეს ამა თუ იმ ქმედებას, მათ შორის, სამუშაოების თუნდაც დროებით შეწყვეტას, რასაც ძალიან მძიმე შედეგი ექნება, როგორც ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. კომპანიას ექნება სრული უფლება, რომ სახელმწიფოს მოსთხოვოს პასუხი, რადგან დღეს კანონიერი ნებართვის ფარგლებში მოქმედებს", - განაცხადა თურნავამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე