ევრო 2020-ის С ჯგუფში ნიდერლანდებმა უკრაინა 3:2 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 01:43 | 14.06.2021
ნანახია: 847

ნიდერლანდებმა ევრო-2020-ზე უკრაინის ნაკრები 3:2 დაამარცხა.

პირველი ტაიმი მაღალ ტემპში წარიმართა, ორივე გუნდი ცდილობდა შეტევას, მაგრამ არც გოლი გასულა და რეალური საგოლე მომენტიც ბევრი არ ყოფილა.

მე-2 ტაიმში ნიდერლანდებმა ტემპს მოუმატა და მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდა.
ანგარიში 52-ე წუთზე გაიხსნა. ნიდერლანდების მხრიდან გოლი ვეინალდუმმა გაიტანა. 59′-ე წუთზე ვეგჰორსტმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა – 2:0 ნიდერლანდების სასარგებლოდ. 75-ეწუთზე უკრაინელმა იარმოლენკომ საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით ევრო 2020-ის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.

79-ე წუთზე კი და უკრაინამ მეორე შანსიც გოლად აქცია. იარემჩუკმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

85-ე წუთზე ნიდერლანდელმა დუმფრისმა თავის ნაკრებს გამარჯვების გოლი მოუტანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე