UEFA - კრისტიან ერიკსენის მდგომარეობა სტაბილურია

საქართველო, თბილისი - 21:55 | 12.06.2021
ნანახია: 1117

დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი, რომელიც ევრო-2020-ზე დანია-ფინეთის მატჩის დროს შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, ჰოსპიტალში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას უეფა Twitter-ზე ავრცელებს.

დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩი 42-ე წუთზე შეწყდა. მარცხენა ფლანგზე ბურთის მიღების შემდეგ დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა.

ექიმები მის დახმარებას მოედანზე ცდილობდნენ. რამდენიმე წუთში კი ერიკსენი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო ინფორმაციით, მატჩი გაურკვეველი დროით გადაიდო. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე