„GEM-fest 2016“-ს ცნობილი DJ აფხაზეთიდან Julia Govor გახსნის

საქართველო, თბილისი - 14:50 | 02.02.2016
ნანახია: 2517

 „GEM-fest  2015“-ის შედეგები შეაჯამა და ფესტივალის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა წარმოადგინა სასტუმრო „Holiday inn”-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი სიგუამ. სწორედ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებისთვის „GEM-fest 2016“-ის Line-up-ის პირველი ნაწილი გახდა ცნობილი.

2015 წლის 30 ივლისიდან - 7 აგვისტოს ჩათვლით ჩატარებული პირველი ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის 3 სცენაზე 100-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო დონის არტისტმა დაუკრა.

Armin Van Buuren, booka shade, david august, dubfire, tale of us, sunnery james & ryan Marciano, w&w, whomadewho, luciano - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მუსიკოსების, რომლებიც დღეს მსოფლიოს წამყვან სცენებსა და მილიონობით მელომანის გულს იპყრობენ, გასულ წელს კი, ანაკლიას სტუმრობდნენ.

“GEM-fest”-ის მიზანია ქვეყნის ცნობადობის ამაღლება და საქართველოს, როგორც რეგიონის, გართობის ცენტრად, ასევე ანაკლიის, როგორც შავი ზღვის საზაფხულო, ახალგაზრდულ კურორტად ქცევაა. ანაკლიაში საფესტივალო ტურიზმის განვითარება და მასზე საერთაშორისო მედიის ყურადღების მიპყრობა, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

„GEM-fest-ი არის მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი, რომელიც მოიცავს ყოველივე იმას, რაც ყველაზე მეტად ბრწყინვალე, გამორჩეული და ღირებულია ახალგაზრდულ კულტურაში, საცეკვაო მუსიკისა თუ სცენურ ტექნოლოგიებში. სუპერნოვები და მსოფლიო ელექტრონული ესტრადის ახალგაზრდა კაშკაშა ვარსკვლავები, თანამედროვე ხელოვნების თვალსაჩინო აქტივისტები და სულისჩამდგმელები, ქორეოგრაფები, მხატვრები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, კინემატოგრაფისტები, დიჯეები, ვიდეომხატვრები და სპორტსმენებიც კი - ჩვენ გვაინტერესებს ყველა და ყველაფერი, რაც გარშემომყოფთა აღტაცებასა და შესახილს - „ბრწყინვალეა“ დაიმსახურებს“, - განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა და დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ.

2016 წელს დაგეგმილი ფესტივალი კიდევ უფრო ფართო მასშტაბური იქნება და მნას მსოფლიოში ცნობილი DJ აფხაზეთიდან Julia Govor გახსნის, რომელიც ანაკლიას ეწვევა და ყველას მოუწოდებს, რომ ნახონ საქართველო, სადაც „GEM- fest 2016” მსოფლიოს გააერთიანებს.

პრაიმნიუსჯორჯია, გიორგი საკარული


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე