ტაილანდში სპილომ შოტლანდიელი ტურისტი მოკლა

საქართველო, თბილისი - 12:48 | 02.02.2016
ნანახია: 1660

ტაილანდში სპილომ შოტლანდიელი ტურისტი მოკლა, თავის პატრონს კი დაზიანებები მიაყენა.

36 წლის შოტლანდიელი სპილოზე 16 წლის ქალიშვილთან ერთად იჯდა. როდესაც სპილოს პატრონი ძირს ჩამოვიდა, რათა ტურისტებისთვის სურათი გადაეღო, სპილო მას ეშვებით დაეჯახა.

ამის შემდეგ გამძვინვარებულმა სპილომ ზურგიდან მამა-შვილი გადმოაგდო, მამაკაცს ფეხებით შედგა და ეშვებით მკერდის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა. მიღებული ჭრილობებისგან მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, გოგონამ მსუბუქი ტრავმა მიიღო. სპილო ტყისკენ გაიქცა.

თვითმხილველებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ, თავდასხმამდე სპილო გაღიზიანებული იყო და ბრძანებებს არ ემორჩილებოდა, რის გამოც მას პატრონმა რამდენჯერმე ჯოხი დაარტყა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე