საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:05 | 28.09.2015
ნანახია: 1899

სახელმწიფოს მეთაურმა ამერიკაში სამუშაო ვიზიტი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან  შეხვედრით დაიწყო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ამერიკაში მცხოვრები  ქართველები  ორმაგი მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებით დაინტერესდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას  ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, საგარეო პოლიტიკურ კურსზე და  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე  ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა დიასპორის ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებაში ასრულებენ.

საუბარი ასევე შეეხო უცხოეთში ახალგაზრდების განათლების  მიღების შესაძლებლობების გაზრდის, რეპატრიაციის საკითხსა და დიასპორის  წარმომადგენლების სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე