ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 12:34 | 02.02.2016
ნანახია: 2722

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო დონეზე, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის თქმით, კოღოების მიერ გადამტანი ვირუსის დასამარცხებლად და ვაქცინის შესაქმნელად კოორდინირებული საერთაშორისო მუშაობაა საჭირო. 

ზიკას ვირუსის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებული შტატების ტერიტორიაზეც. კოსტა რიკისა და ჩილეს აეროპორტებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მგზავრთა სამედიცინო შემოწმება დაიწყეს.

ვირუსის შემთხვევები უკვე 23 ქვეყანაშია გამოვლენილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ზიკას ვირუსით შესაძლოა 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს.

ზიკას ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, რადგან ის ბავშვებში მიკროცეფალიას იწვევს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე