აშშ ევროპაში სამხედრო ძალების გასაძლიერებლად 3,5 მლრდ დოლარის გამოყოფას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 12:21 | 02.02.2016
ნანახია: 1618

აშშ ევროპაში ჯარების გასაძლიერებლად 3,5 მლრდ დოლარის გამოყოფას გეგმავს. ვაშინგტონი აპირებს მნიშვნელოვნად გაზარდოს მძიმე შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის რაოდენობა უნგრეთში, რუმინეთსა და ბალტიის ქვეყნებში. ამის შესახებ The New York Times-ი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია 2017 წლის სამხედრო ხარჯებზე.

გამოცემის წყაროს ცნობით, რეგიონში ნატოს ძალების გაძლიერება რუსეთის პრეზიდენტის ვალდიმერ პუტინისადმი სიგნალის გაგზავნას მოიაზრებს.

დღეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი ვაშინგტონში ეკონომიკური კლუბის წევრების წინაშე სიტყვით გამოვა, სადაც პენტაგონის პრიორიტეტებზე ისაუბრებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე