კუს ტბის საბაგირო ივლისში გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 11:58 | 02.02.2016
ნანახია: 1397

კუს ტბის საბაგიროს გახსნა ივლისში იგეგმება, - ეს ინფორმაცია თბილისის მერიაში გამართულ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ანგარიშის პრეზენტაციაზე გახდა ცნოვილი.  ასევე ცნობილი გახდა, რომ, 9 მარტს დასრულდება ტენდერი, რომელიც 175 ახალი ევროპული სტანდარტების ავტობუსის შემოყვანას ითვალისწინებს.

"ახალი ავტობუსები თბილისში მიმდინარე წლის აგვისტოში შემოვა და ქალაქს თანამედროვე ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ. თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, დაგეგმილია ასევე ახალი ავტობაზის მშენებლობა, რომელიც ახალ ავტობუსებს მოემსახურება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე