ბორტგამცილებლები ფრენის დროს მგზავრების თვალწინ ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველო, თბილისი - 16:30 | 01.02.2016
ნანახია: 1647

ამერიკული ავიაკომპანიის Delta Air Lines-ის ბორტგამცილებლებმა ფრენის დროს ერთმანეთს სცემეს. eTurboNews-ის ცნობით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ლოს-ანჯელესიდან მინეაპოლისში მიფრინავდა.

ბორტგამცილებლების ჩხუბის მიზეზი ფრენის დროს სამუშაო პროცესთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა. ორი ქალი ერთმანეთს მუშტებს გამეტებით ურტყამდა, მესამე კი კოლეგების გაშველებას ცდილობდა. საბოლოოდ გამშველებელი დაშავდა, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ ეკიპაჟის მეთაურს აცნობა.

ეკიპაჟის მეთაურის გადაწყვეტილებით, სოლტ-ლეიკ-სიტიში თვითმფრინავმა დაუგეგმავი დაშვება განახორციელა. მგზავრებს თავიანთ ადგილებზე ყოფნა 80 წუთის განმავლობაში მოუწიათ, რის შემდეგაც თვითმფრინავი მინეაპოლისში მოჩხუბარი ბორტგამცილებლების გარეშე გაფრინდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე