ისნის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

საქართველო, თბილისი - 16:19 | 01.02.2016
ნანახია: 1582

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა ისნის რაიონის გამგებელ ვახტანგ ქიზიყურაშვილთან ერთად, რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 2015 წლის ბოლოს საექიმოს გასასვლელი N2-ში გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ამჟამად მიმდინარეობს შიდა კვარტალური გზის მომზადება ასფალტის ახალი ფენის დასაგებად.

საგზაო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არსაკიძე 2 000“ ასრულებს. ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტზე 23 000 ლარი დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 თებერვალს დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე