ოკუპირებული ცხინვალის "დელეგაცია" სირიის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება

საქართველო, თბილისი - 11:56 | 21.05.2021
ნანახია: 1281

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები სირიის საპრეზიდენტო არჩევნებს "დააკვირდებიან".

ინფორმაციას ოსური სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს. ე.წ. არლამენტის თავმჯდომარემ ალან თადტაევმა განაცხადა, რომ ოსური "დელეგაცია" 6 ადამიანისგან შედგება, საიდანაც 2 წევრი წარმოადგენს დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს, სამი – დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და 1 – დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს. ისინი სირიაში ხვალ, 22 მაისს გაემგზავრებიან.

სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 26 მაისს ჩატარდება, მონაწილეობს სამი კანდიდატი, მათ შორის რეჟიმის ამჟამინდელი ლიდერი ბაშარ ასადი.

რუსეთის მოკავშირე სირიის რეჟიმმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ 2018 წელს აღიარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე