რატომ არ დაპატიჟეს ეკა კვალიაშვილი მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზე?

საქართველო, თბილისი - 15:16 | 01.02.2016
ნანახია: 2247

მომღერალი ეკა კვალიაშვილი მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზე არ დაპატიჟეს, თუმცა რა მიზეზით ეს უცნობია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვალიაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი განათავსა და მაია ჯაბუას წარმატებები უსურვა.

„ამ პოსტს იმიტომ ვაქვეყნებ,რომ სიმართლე იცოდეს ხალხმა,
ჩემდა საბედნიეროდ, ტელე-გადაცემებით ვერ ვინტერესდები, თუ რაიმეს ყურება მინდა, ინტერნეტით უყურებ, გუშინ დათო ძიძიგურთან ვიყავით,დათოს დედის დაბადების დღეზე, შევიკრიბეთ ბავშვობის მეგობრები,რა თქმა უნდა თემო თათარაშვილიც იქ იყო, მომიტრიალდა და მეკითხება შეშფოთებული და დაბალი ტემბრით, ქალო, რატომ არ მოხვედი მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზეო? მე მივხვდი, რომ არ იყო საქმის კურსში თემუკა,და ალბად ეგონა, რომ დამპატიჟეს, მოსაწვევი გამომიგზავნეს და მე კი, რატომღაც არ მივედი...... არავის, ჩემთვის არც მოსაწვევი გამოუგზავნია და არც სიტყვიერად და სატელეფონო საუბარში არ მივუწვევივარ, სადაც სიებს ადგენენ ხოლმე, დათო ოქიტაშვილის მიერ გახსნილ ვარსკვლავებზე, დასასწრები მოსაწვევებისთვის, რატომღაც არასდროს ვახსენდები ამ ადამიანს. თემოსგან გავიგე, რომ გუშინ წინ შესდგა ეს დღე.
ჩემო მაიკო, გულით გილოცავ ვარსკვლავის გახსნას, გისურვებ მრავალ წარმატებას შენი ცხოვრების მანძილზე,თემურისაც დავაბარე და ჩემი გვერდიდანაც გილოცავ. მართლა არავის უთქვამს ჩემთვის თორემ, ამ სასიხარულო ამბავს ,მერწმუნე არ გამოვაკლდებოდი. მიყვარხარ, და როგორც კოლეგას, გისურვებ ბედნიერ და გამართლებულ კარიერულ გზა”, - განაცხადა ეკა კვალიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე