მოლდოვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახლს ყუმბარა ესროლეს

საქართველო, თბილისი - 15:04 | 01.02.2016
ნანახია: 1674

უცნობმა პირებმა მოლდოვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დორინ დრეგუცანუს სახლს ყუმბარა ესროლეს.

გენერალური პროკურატურის პრესმდივნის თქმით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

გენპროკურატურის ცნობით ყუმბარა დაუდგენელმა პირებმა ღამის სამ საათზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახლის აივანზე შეაგდეს. კიშინიოვის ელიტარულ რაიონში მდებარე სახლში არავინ დაშავებულა. ჩაიმსხვრა შუშები და დაზიანდა შენობის ფასადის მცირე ნაწილი.

ინციდენტის ადგილას სამართალდამცავები მუშაობენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე