ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა დედაქალაქის მერობა, ჯერ ადრეა სამომავლო გეგმებზე საუბარი - კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:49 | 18.05.2021
ნანახია: 752

კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითვას იქნება თუა არა თბილისის მერობის კანდიდატი უპასუხა, რომ ჯერ ადრეა სამომავლო გეგმებზე საუბარი და საუმუშაო ჯერ კიდევ ბევრია. 

"ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, როგორც მოგეხსენებათ, არჩევნები არის შემოდგომაზე და დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო", - თქვა კალაძემ. 

"ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, იყო დედაქალაქის მერი. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა. ყველაფერს ვაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან და თანამშრომლებთან ერთად, რომ ღირსეულად გავართვა თავი. ოთხი წელი მთავრდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ ადრე ამაზე საუბარი". – ამბობს კალაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე