"ევროპული საქართველო" პარლამენტში შესვლაზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობს

საქართველო, თბილისი - 14:36 | 18.05.2021
ნანახია: 468

"ევროპული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მომდინარეობს, სადაც პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ყველა გადაწყვეტილებას ინსტიტუციონალურად ვიღებთ. დღეს იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა, ბუნებრივია, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი, რომელიც საბოლოოდ დადასტურდება ამ პოლიტსაბჭოზე. გარდა ამისა, ის სტრატეგია, რაც აქვს პარტიას, როგორ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რა აქტივობები, ინიციატივები გვაქვს, რა ხდება რეგიონებში. საზოგადოებამ ნახა, რომ ჩვენ დღეს დავიწყეთ კამპანია მაგალითად, საწვავზე აქციზის გაუქმების მიმართულებით და ბევრი ინიციატივა გვექნება, ამას პოლიტსაბჭოს წევრებთან, რეგიონულ ლიდერებთან ერთად განვიხილავთ და საბოლოოდ, გადაწყვეტილებების თაობაზე, ბუნებრივია, საზოგადოებას ვაცნობებთ", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე