პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:32 | 18.05.2021
ნანახია: 378

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, ნიკა ცხვარაშვილის განცხადებით, სისტემა უკვე წელიწადზე მეტია ეფექტურად ებრძვის ვირუსის პენიტენციურ დაწესებულებებში გავრცელებას. მისი თქმით, როგორც მსჯავრდებულებისათვის, ისე თანამშრომლებისათვის ვირუსისგან დასაცავად იმუნიზაციის პროცესი აუცილებელია.

ვაქცინაციის პროცესი პირველ ეტაპზე სამ პენიტენციურ დაწესებულებაში N14 (გეგუთი) N8 (გლდანი) და N5 (ქალთა) დაიწყება და ეტაპობრივად საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.

მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სამედიცინო პერსონალი არსებული პროტოკოლის დაცვით უზრუნველყოფს. იმ პენიტენციურ დაწესებულებებთან, სადაც აცრის პროცესი მიმდინარეობს, პრევენციის მიზნით მობილიზებულია კატასტროფის ცენტრის რეანიმობილი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო პერსონალითა და ტექნიკით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე