დმანისში სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირება სათანადო და ადეკვატური იყო - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:25 | 18.05.2021
ნანახია: 434

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დმანისში პოლიციის რეაგირება სათანადო და ადეკვატური იყო. მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანია დაკავებული, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

"რამდენადაც ვიცი, უკვე გუშინ იქნა რამდენიმე ადამიანი დაკავებული. ეს ჩემი ინფორმაციაა, თუმცა შეგიძლიათ გადაამოწმოთ. რაც შეეხება პოლიციის, სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირებას, ეს იყო სათანადო და ადეკვატური და ამის შედეგები ყველამ იხილა. ამ ძალიან რთული ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთი დღის განმავლობაში და ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმოქმედეს სათანადოდ". – ამბობს კობახიძე.

დმანისში ადგილობროვებს შორის სასტიკი დაპირისპირება 16 მაისს, საღამოს მაღაზიაში ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარის თქმის შემდეგ დაიწყო. კონფლიქტი 17 მაისსაც გაგრძელდა. ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით დაუპირისპირდა. გუშინვე, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ დმანისში მომხდარი ინციდენტი ამოწურულია და  დაპირისპირებული პირები შერიგდნენ. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე