საარჩევნო ადმინისტრაციის არსებული წევრების გადანიშვნის საკითხი შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილი არ არის - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 13:10 | 18.05.2021
ნანახია: 500

საარჩევნო ადმინისტრაციის არსებული წევრების გადანიშვნის საკითხი შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილი არ არის, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე. მისი განმარტებით, აღნიშნული ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის მოთხოვნაა.

„ეს ხელს შეუწყობს ერთიანი პროექტის მიღებას პარლამენტში და შემდეგ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალი ნდობის უზრუნველყოფას არჩევნების მიმართ. პროექტი მომზადდა ზუსტად ისე, როგორც ეს მიშელის დოკუმენტში არის ჩაწერილი, შესაბამისად, მისი ყველა ძირითადი პრინციპი ასახულია უკვე პროექტში. მე იმედი მაქვს, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია, ვინც ხელი მოაწერა მიშელის შეთანხმებას, პარლამენტში მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს. ცვლილებები ემსახურება იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო უკეთესი საკანონმდებლო რეგულაციებით, უფრო კონკურენტულად და უფრო გამჭირვალედ წარიმართოს. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების გადანიშვნის პირობა დოკუმენტში არ არსებობს, შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის მოთხოვნა“, - განაცხადა თალაკვაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე