წელს ბანკეტები არ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:58 | 18.05.2021
ნანახია: 444

განათლების სამინისტროსა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წელს ქვეყანაში საზეიმო წვეულებები, ბანკეტები არ გაიმართება.

უწყების ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა პანდემიის პირობებში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა და "მიზანშეწონილად არ მიიჩნია".

ასევე, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ბოლო ზარი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება. განათლების სამინისტროს ცნობით, უწყებამ სკოლებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა.

რეკომენდაციების თანახმად:

ბოლო ზარის ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზეა შესაძლებელი, უცხო პირთა დასწრების გარეშე.
ასევე, თუ სკოლას აქვს შესაძლებლობა, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს.
საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე