Times: პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურჩევენ უარი თქვან სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულებზე
საქართველო, თბილისი - 22:04 | 17.05.2021 ნანახია: 564პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ უარი უნდა თქვან სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულებზე, თუ კი ელისაბედ მეორის შვილიშვილი იმედგაცრუებულია თავის სამეფო ოჯახზე. ამგვარი აზრი გამოთქვა ბუკინგემის სასახლის კონსულტანტმა. იუწყება The Times.
მსგავსი მოსაზრება მოჰყვა პრინც ჰარის კრიტიკულ შენიშვნებს მამის, უელსის პრინც ჩარლზის მისამართით.
„ის, (ჩარლზი) მექცეოდა ისე, როგორც ექცეოდნენ მას. ვფიქრობ, რომ არ ღირს ვინმეზე თითის გაშვერა, მაგრამ როდესაც საუბარია მშობლების როლზე, ამა თუ იმ ფორმით განვიცდიდი ტკივილსა და ტანჯვას, იმიტომ, რომ ასეთ ტკივილსა და ტანჯვას, შესაძლოა განიცდიდა მამაჩემი ან ორივე მშობელი. მე მინდა გავწყვიტო ეს მძლავრი წრე, რათა არ გადავცე ის მემკვიდრეობით, ეს ტანჯვა გენეტიკურ დონეზეა და გადაეცემა მემკვიდრეობით. ამიტომ, ჩვენ, როგორც მშობლები, უნდა ვეცადოთ გავაკეთოთ ყველაფერი და ვთქვათ: იცით, ეს მე შემემთხვა და არ მინდა, რომ ისტორია ჩემ შვილებთანაც განმეორდეს, - თქვა მან ამერიკულ პოდკასტ Armchair Expert-ში საუბრისას.
ბუკინგემის სასახლეში ამბობენ, რომ ჰარი ოჯახს თავს დაესხა.
„სასექსის ჰერცოგმა დაკარგა დიდი დრო, როდესაც ამბობდა, რომ სხებისგან არ განსხვავდება და თავს დაესხა ოჯახს, რომელმაც მისი თქმით, უამრავი ტკივილი მიაყენა. თუ არ მოგწონთ ეს ინსტიტუტი, არც ტიტულები უნდა გქონდეთ“, - განაცხადა ბუკინგემის სასახლის წყარომ.
თუმცა გამოცემა აღნიშნავს, არც დედოფალსა და არც სასახლის სხვა რომელიმე გავლენიან პირს არ სურს წყვილზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა და ტიტულებზე უარის თქმის იძულება.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კალიფორნიში ცხოვრობენ. მათ უკვე ერთ წელზე მეტია განაცხადეს, რომ უარს ამბობენ სამეფო ოჯახის უფროსი წევრების სტატუსზე და ფინანსური დამოუკიდებლობა სურთ. ცვლილებები ძალაში 2020 წლის მარტში შევიდა. მას შემდეგ წყვილი ელისაბედ მეორის ოფიციალურ ვიზიტებზე აღარ დაყვებიან, აღარ ასრულებენ სხვადასხვა ვალდებულებსა და აღარ იყენებენ ტიტულს მისი უდიდებულესობა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა