საქართველო მსოფლიო ბანკისგან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად მიიღებს
საქართველო, თბილისი - 19:29 | 17.05.2021 ნანახია: 754დღეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო მიიღებს 85 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად. იმავდროულად, პროექტი ითვალისწინებს ახალი, მყისიერი გადახდების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საფინანსო სექტორში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას ნიშნავს.
როგორც ცნობილია, ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიმდინარე წლის 11 მაისს მიიღო.
დღეს დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებები, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერა კვლავ აუცილებლობას წარმოადგენს.
სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტის მიზანია, ამ ტიპის საწარმოების დახმარება, მათ შორის, ციფრული მომსახურების გაუმჯობესებისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის განახლების უზრუნველყოფის გზით.
პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა მსოფლიო ბანკის და ქართული მხარის მიერ.
პროექტს ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო განმახორციელებელი ორგანიზაციები იქნებიან: სსიპ „აწარმოე საქართველოში" და საქართველოს ეროვნული ბანკი.
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში გაძლიერდება დახმარების პროგრამები მცირე ზომის საწარმოებისთვის, რათა მათ სხვადასხვა კომპონენტის, მათ შორის, საგრანტო კომპონენტის საშუალებით დაძლიონ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი.
საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სწრაფი გადახდების (IPS) ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც მათ შორის, აღნიშნული საწარმოებისთვის გაზრდის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობას.
მსოფლიო ბანკის პროექტი ითვალისწინებს, ასევე, ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტს, მათ შორის, იმ უნარების გაუმჯობესებას, რომელიც საჭიროა დიგიტალიზაციის განვითარების მიმართულებით.
მსოფლიო ბანკის აღნიშნული დახმარება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.
პოლიტიკა
- ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა სტიმული იქნებ ქართველი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნეს და არა უცხოელ პარტნიორს - გურამ მაჭარაშვილი
- კონტრაქცია და ივანიშვილის გამოჩენა ქართული ოცნების მხრიდან არის უკანასკნელი გაფართხალება - ანა წითლიძე
- ქართული იდენტობა არასდროს მოკვდება, ვიდრე სამყარო იარსებებს - მამუკა მდინარაძე
- დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია - ეკა გიგაური
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა